თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადი შეიტანა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფებების სანქცირებულ ნუსხაში „აჰრარ აშ-შამისა“ და „ჯეიშ ალ-ისლამის“ შეყვანას მოიაზრებს, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს დაჯგუფებები, რომლებიც სირიაში მოქმედებენ, „მჭიდროდ არიან დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციებთან და პირველ რიგში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ქაიდასთან“, უწევენ მათ და მათგან იღებენ ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკურ და სამხედრო მხარდაჭერას“.
როგორც ჩურკინის განცხადებაშია აღნიშნული, „ჯეიშ ალ-ისლამის“ დროშის ქვეშ, სხვადასხვა შეფასებებით, 15-დან 20 ათასამდე ბოევიკი იბრძვის. მათ განკარგულებაშია სხვადასხვა იარაღი, ჯავშანტექნიკა. აღნიშნულია, რომ „აჰრარ აშ-შამი თავის რიგებში 25 ათასამდე ბოევიკს ითვლის.
რუსეთმა ამ განაცხადის გაეროს უშიშროების საბჭოში შეტანაზე მომზადების მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ სირიის საკითხებზე მშვიდობიანი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების გამო მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
“ამჟამად, „აჰრარ აშ-შამისა“ და ჯეიშ ალ-ისლამის“ დაჯგუფებების მხრიდან სირიაში ზავის რეჟიმის რეგულარული დარღვევების პირობებში, რუსულმა მხარემ ჩვენი განაცხადისთვის მსვლელობის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს ამოქმედდა. ზავი არ ვრცელდება ფორმირებებზე, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის აღიარებული.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ჯებჰატ ან-ნუსრა“, „ერთიანდება რა წვრილ დაჯგუფებებთან, რომლებიც ტერორისტულ სიაში შეყვანილი არ არიან, ახალი დასახელებით შენიღბვას ცდილობს და ამით შურისძიებისგან თავის არიდებას ცდილობს“.