ქართველ სამხედროებს გამორჩეული საბანკო ბარათები გადაეცემათ

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშისაბანკო ბარათები
საბანკო ბარათები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Army card-ით სამხედროებსა და მათი ოჯახების წევრებს სპორტულ–გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე აფთიაქებში, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებსა და ა.შ. შეღავათები უწესდებათ.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მალე გამორჩეულ სახელფასო ბარათებს მიიღებენ — Army card–ი სხვა ბარათებისგან დიზაინითაც განსხვავდება და საშეღავათო პირობებითაც, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი საყრდენია

Army card–ით სამხედროებს შეღავათები უწესდებათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, აფთიაქებში, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, ავტოგასამართ სადგურებზე, სპორტულ–გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღნიშნული ბარათებით ასევე ისარგებლებენ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.

Army card–ს აქვს შეზღუდვა: მისი საშუალებით აზარტული თამაშებისთვის თანხის გადახდა ვერ განხორციელდება.

თინა ხიდაშელი, გიორგი მარგველაშვილი და ვახტანგ კაპანაძე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი: ქართული არმია ქვეყნის იმიჯს აძლიერებს

შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

თავად დოკუმენტს ხელი ქართული არმიის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღესასწაულის შემდეგ მოეწერება.

ყველა ახალი ამბავი
0