თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ველობილიკები მოეწყობა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიველობილიკი
ველობილიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში მწვავედ დგას საცობებისა და პარკირების ადგილების პრობლემა, რომლის მოგვარებაც ველობილიკების მეშვეობითაა შესაძლებელი.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ველობილიკები თბილისში 2016 წლის ბოლომდე გაკეთდება, განაცხადა ფრანგული კომპანია „სმუვის“ წარმომადგენელმა გიორგი ქიშმარიამ.

პირველ ეტაპზე ბილიკები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე — მელიქიშვილზე, პუშკინზე, რუსთაველის, ვაჟა–ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირებსა და თავისუფლების მოედანზე მოეწყობა, შემდეგ ეტაპზე კი უკვე აღმაშენებლის გამზირზე საარბრიუკენის მოედნამდე („ვორონცოვი“) გაგრძელდება.

„წლის ბოლომდე თბილისში ველობილიკები და ველოდრომები მოეწყობა, რაც კომფორტულ გარემოს შექმნის ქალაქში. გენერალურ გეგმაში პრაქტიკულად უკვე ასახულია ეს ქუჩები. ყველა მათგანი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული“, — აღნიშნა ქიშმარიამ პრესკონფერენციაზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისური საცობების წინააღმდეგ ბრძოლა - ყინული დაიძრა

მისი თქმით, სპეციალისტებმა შეისწავლეს თბილისის სტრუქტურა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიუხედავად მთიანი რელიეფისა, ქალაქის ძირითადი ნაწილი ვარგისია ამ პროექტის განსახორციელებლად. ხოლო ქალაქის მშრალი და თბილი კლიმატის გათვალისწინებით, აქ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედით სიარული.

„პროექტი გათვლილია არა მხოლო ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე, არამედ ქალაქის განტვირთვაზეც… პროექტმა ეტაპობრივად უნდა გადაჭრას პარკინგისა და საცობების პრობლემა. ამას გარდა, აღნიშნული სისტემა განსაკუთრებით მომგებიანია ტურისტებისთვის“, — ხაზი გაუსვა ქიშმარიამ.

კომპანია თბილისის მერიასთან კონსულტაციებს გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყდება, როდის დაიწყება სამუშაოები.

© © Sputnik/პარკირება ქართულადპარკირება ქართულად
პარკირება ქართულად - Sputnik საქართველო
პარკირება ქართულად

 

ყველა ახალი ამბავი
0