ბაქოს ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიამ პრემია Emmy დაიმსახურა

© RIA Novosti . Владимир Астапковичევროპული თამაშები ბაქოში
ევროპული თამაშები ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბაქო-2015“-ის გახსნის ცერემონიამ Emmy-ს პრემია 2 ნომინაციაში დაიმსახურა - განათების რეჟისურა და Sound mix-ის საუკეთესო ხმა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ბაქოს ევროპული თამაშების „ბაქო-2015“-ის გახსნის ცერემონიამ Emmy-ს პრემია მიიღო, განუცხადა სამშაბათს ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სამაია მამედოვამ. 

პირველი ევროპული ოლიმპიური თამაშები ბაქოში 2015 წლის 12-28 ივნისს გაიმართა. თამაშების ფარგლებში 20 სპორტული შეჯიბრი ჩატარდა: 16 — სპორტის ოლიმპიურ სახეობებში და 4 — არაოლიმპიურში. ევროპული ქვეყნებიდან წარმოდგენილი იყო 6 ათასი სპორტსმენი. ევროთამაშების გახსნის ცერემონიის მხატვრული ხელმძღვანელი იყო დიმიტრის პაპაიოანუ. 

„მიმდინარე წლის 24 მარტს, ნიუ-იორკში მდებარე ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ (Academy of Television Arts & Sciences) განაცხადა, რომ ბაქოს ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია Emm-ს პრემიის ექვს ნომინაციაზე წარადგინა. გამარჯვებულები 29 აპრილს ლოს-ანჟელესში გამოცხადდა. „ბაქო-2015“-ის გახსნის ცერემონიამ  Emmy-ს პრემია 2 ნომინაციაში დაიმსახურა — განათების რეჟისურა და Sound mix-ის საუკეთესო ხმა“, — თქვა მამედოვამ. 

Daytime Emmy Award — ეს არის ჯილდო, რომელსაც ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელესის სატელევიზიო ხელოვნების აკადემია გადასცემს აღიარების ნიშნად. „ემმი“ „ოსკარის“ სატელევიზიო ექვივალენტად ითვლება, ისევე როგორც „გრემმი“ — მუსიკაში და „ტონი“ — თეატრისათვის. 


ყველა ახალი ამბავი
0