თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები — სერჟანტი ჯონი თოფურია და კაპრალი თენგიზ დიასამიძე პარაკანოეს შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის გერმანიაში გაემგზავრნენ, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დუისბურგში პარაკანოეს შეჯიბრებაზე (13-19 მაისი) რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება.
თოფურია და დიასამიძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიჭრნენ.
პარაოლიმპიადის ლიცენზიისთვის კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო აჰმედ საფაროვი იბრძოდა, მაგრამ გადატანილი ოპერაციის გამო მან ლიცენზია ვერ მოიპოვა.
საქართველოს რიოს პარაოლიმპიადაზე ლიცენზიის არცერთი მფლობელი არ ჰყავს.
პარაკანოე პარაოლიმპიადის პროგრამაში 2016 წელს შეიყვანეს.