Sputnik-მა 9 მაისისთვის „ხსოვნის ალბომი“ შეადგინა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძმათა სასაფლაო
ძმათა სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ფრონტის წინა ხაზზე 700 ათასამდე ქართველი იბრძოდა, რომელთაგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ დიდ სამამულო ომში გამარჯვების (1941-1945) დღესთან დაკავშირებით მულტიმედიური პროექტი „ხსოვნის ალბომი“ ჩაუშვა. პროექტის ფარგლებში პორტალის გვერდებზე ინტერიუს, ვიდეოსა და ფოტოლენტის ფორმატში წარმოდგენილი იქნება ომის ვეტერანების შესახებ მასალები, ინტერვიუები ომის მონაწილეებთან და მათი ოჯახის წევრებთან, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნარკვევები, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი თემები. პროექტმა სტარტი გამოჩენილი რეჟისორის რეზო ჩხეიძის ხსოვნით დაიწყო, რომელმაც კინოფილმი „ჯარისკაცის მამა“ გადაიღო. 

„ქართველმა ხალხმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა დიდ სამამულო ომში საერთო გამარჯვების საქმეში. პროექტი „ხსოვნის ალბომი“ მოგითხობთ თაობათა კავშირზე, ისტორიულ და საზოგადო ხსოვნაზე, იმ ძალის წინააღმდეგ გამარჯვებაზე, რომელიც ცდილობდა იმ ღირებულებების წაშლას, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ქმნიდნენ“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

საქართველოს ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ფრონტის წინა ხაზზე 700 ათასამდე ქართველი იბრძოდა, რომელთაგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. საქართველოს ათი ათასობით მცხოვრებმა სახელმწიფო ჯილდოები მიიღო, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი — უმცროსი ლეიტენანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993) იყო, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0