კომაში მყოფი ქართველი მომღერლის ოჯახს კოლეგები დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაბა ბოჯგუას ოჯახმა კომაში მყოფი მომღერლის მოვლისთვის საჭირო თანხების გამო, საცხოვრებელი ბინა გაყიდა და ამჟამად ნაქირავებ ბინაში ძალიან შეჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. პოპულარული ქართველი შემსრულებლისა და სიმღერების ავტორის ჯაბა ბოჯგუას ოჯახის დასახმარებლად ქართველი მომღერლები გაერთიანდნენ. მომღერლები: დათო ხუჯაძე, ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, მერაბ სეფაშვილი, ნინო ჩხეიძე, გიო ხუციშვილი, ოთიკო ანდრიაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, დათო არჩვაძე და სხვები 12 მარტს ფილარმონიაში ამ მიზნით საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. 

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული კონგრესი“.

"კონცერტის მიზანია, შემოსული თანხით დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება. მოგმართავთ თხოვნით გავერთიანდეთ ყველა კეთილი საქმისთვის და გადავარჩინოთ ჯაბა", — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში. 

საახალწლო ნაძვის ხე განათდა - Sputnik საქართველო
თბილისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

37 წლის ჯაბა ბოჯგუა ავტორია ისეთი პოპულარული სიმღერებისა როგორიცაა „მომნატრებია“,  „სიყვარულის ისტორია“,  „რატომ მიყვარხარ“, „აზიური“ და ა.შ. 

როგორც ცნობილია მომღერალი უკვე რვა წელია კომაშია და მას დედა და ბებია უვლიან, რომელთაც ავადმყოფის მოვლისთვის საჭირო თანხების გამო, საცხოვრებელი სახლის გაყიდვაც კი მოუხდათ და ამჯამად ნაქირავებ ბინაში ძალიან შეჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობენ.


ყველა ახალი ამბავი
0