ბათუმში „მწვანე ეკონომიკას“ განიხილავენ

© https://www.facebook.com/BatumiBotanicalGardenბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
8-10 ივნისს ბათუმში მერვე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება „გარემო ევროპისათვის“, რომელშიც 56 ქვეყნის 600 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. “მწვანე“ ეკონომიკა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის — ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ მინისტერიალზე, რომელიც 8-დან 10 ივნისამდე ბათუმში გაიმართება. 

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე მომუშავე 600 დელეგატი ჩამოვა 56 ქვეყნიდან. დღეს თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აღნიშნული ღონისძიების მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.

სვანური  სოფლების  თავსამკაული  -  სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
ეკოლოგიური ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ 111-ე ადგილი დაიკავა
 

მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“ (Environment for Europe)  საქართველოში პირველად გაიმართება. 

პირველი მინისტერიალი, რომელსაც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის  გარემოს დაცვის მინისტრმა იოზეფ ვავრუშეკმა ჩაუყარა საფუძველი, პრაღის მახლობლად 1991 წლის 21-23 ივნისს გაიმართა. 

ჟენევაში 2014 წელს ჩატარებულ კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება მერვე კონფერენციის ბათუმში ჩატარების შესახებ. 


ყველა ახალი ამბავი
0