„გვიანი სიყვარულის“ პრემიერა თბილისში

© photo: Sputnikგრიბოედოვის სახელობის თეატრი
გრიბოედოვის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარულმა ასაკი არ იცის. გვიანი სიყვარული მხოლოდ მაშინ შეიძლება გეწვიოს, თუ ეს გრძნობა თავის დროზე არ განგიცდია, მიაჩნია რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძეს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში ალექსანდრ ოსტროვსკის სპექტაკლ „გვიანი სიყვარულის“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორია ნუგზარ ლირთქიფანიძე, რომელიც დადგმას ორ მოქმედებად წარმოგვიდგენს.

პრემიერა 6, 7 და მაისს გაიმართება. დასაწყისი 18:00 საათზე.

მსახიობი ივანე ქურასბედიანი პროექტში „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ - Sputnik საქართველო
მსახიობი ივანე ქურასბედიანი პროექტში „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“

თეატრში ამბობენ, რომ ნუგზარ ლორთქიფანიძემ ოსტროვსკის ნაწარმოებში სიყვარულის არა ყოფითი, არამედ პოეტური შემადგენელი დაინახა. რეჟისორის თქმით, ის შეეცადა ამაღლებული და რომანტიკული, თუმცა იმავდროულად მკაცრი და გრაფიკული სპექტაკლი წარმოედგინა.

„გვიანია თუ ადრეული სიყვარული, ნუთუ ამას მნიშვნელობა აქვს? შეყვარებულები ყოველთვის ახალგაზრდები არიან. გვიანი ოსტროვსკისთან სიყვარული იმიტომ კი არ არის, რომ მოხუცები არიან შეყვარებულები, არამედ იმიტომ, რომ მათ გვიან აეხილათ თვალი“, — ციტირებს თეატრის პრესსამსახური ლორთქიფანიძის სიტყვებს.

სპექტაკლში გაიჟღერებს XIX საუკუნის ბოლოსა და ХХ საუკუნის დასაწყისის რუსი პოეტების, დელვიგის, ფეტის, ნეკრასოვის, ჟადოვსკის, რაზორენოვისა და ივანოვის ლექსები.

დადგმაში მონაწილეობენ მსახიობები: ოლეგ მჭედლიშვილი, ნატალია ვორონიუკი, დმიტრი სპორიშევი, ვასილი გაბაშვილი და აგრეთვე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ირინე მეღვინეთუხუცესი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ირინე კვიჟინაძე და სხვები.

დამდგმელი მხატვარი გახლავთ ჯეირან ფაჩუაშვილი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გიორგი კაკუბერს.

ყველა ახალი ამბავი
0