მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ახალი მონაწილე ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული აკადემიური თეატრისა და „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი ივანე ქურასბედიანია. პროექტისთვის მან ХХ საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის გალაქტიონ ტაბიძის ლექსი „მე და ღამე“ შეარჩია.
„ხალხის ერთობის პოეზიის საშუალებით დემონსტრირება და მათი სილამაზის აღქმა, „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ერებსა და კულტურებს აახლოებს. ტაბიძის პოეზია სავსეა ნათელი და გამოკვეთილი ფერებით, მელოდიურობით და ქართული ენის განუმეორებელი რიტმით, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებისადმია მიმართული — სიკეთე, სილამაზე, სიყვარული და რწმენა“, — განაცხადა ქურასბედიანმა.
პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი პრავალპოლარუკ და მრავალენოვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე.