ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stanislav Savinსატვირთო კონტეინერები
სატვირთო კონტეინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 33% შეადგინა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება, რათა რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია მოხვდეს ევროპის ბაზარზე, განაცხადა საქართველოში ვიზიტის დროს ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრიომმა. 

ტრეილერი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ პირველ კვარტალში 7%-ით იკლო

შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ (DCFTA) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. მას ხელი ბრიუსელში გასული წლის 27 ივნისს მოეწერა. შეთანხმება მოიცავს სატარიფო და ასევე არასატარიფო ბარიერების მოხსნას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრის დარეგულირებას.

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 111 მლნ აშშ დოლარი (35%-ით ნაკლები) შეადგინა, ხოლო იმპორტმა — 601 მლნ აშშ დოლარი (28%-ით მეტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 33% მოდის (2015 წლის იანვარ-მარტში ეს მაჩვენებელი 28% იყო). ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 39% მოდის (2015 წლის იანვარ-მარტში ეს მაჩვენებელი 23%-ს შეადგენდა).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) იანვარ-მარტის პერიოდში 2,41 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით ნაკლებია. 

იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, 2015 წლის პირველი კვარტლის მინაცემებთან შედარებით, 8,3%-ით გაიზარდა და 185 მლნ აშშ დოლარი — მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,6%  შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0