თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მარტის თვეში დაახლოებით 2,14 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინებით), რაც 7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მასალებში.
პირველი სამი თვის განმავლობაში ექსპორტმა 443 მილიონი დოლარი შეადგინა რაც 13%-ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ-მარტის მონაცემებზე. მოცემულ პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი მეტალების ჯართს, დამუშავებულ და ნახევრად დამუშავებულ ოქროს, კაკალს და თხილსა და სხვას უჭირავს.
იანვარ-მარტის განმავლობაში, იმპორტმა 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით ნაკლებია ვოდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უჭირავს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე სანავთობე აირსა და აირად ნახშირწყლებს, ხორბალს, ელექტრო ტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რამაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 59% შეადგინა.