თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. 2016 წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 51%-ით გაიზარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,1 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 7,7 მილიონი (0.75 ლ) ბოთლი ქართული ღვინო, რაც 20%-ით მეტია 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე.
რუსეთი, რომელზეც 4,1 მილიონი ბოთლი ღვინო მოდის, კვლავ რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად. მას მოსდევს უკრაინა (დაახლოებით 1,1 მილიონი ბოთლი), ყაზახეთი (784,8 ათასი ბოთლი), პოლონეთი (443,2 ათასი ბოთლი) და ჩინეთი (371,3 ათასი ბოთლი).
წლის დასაწყისიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 124%-ით გაიზარდა, უკრაინაში — 66%-ით, პოლონეთში — 26%, ლიტვაში — 34%, ყირგიზეთში — 70%, აშშ-ში — 19%, გერმანიაში — 89%, ჩინეთში — 2%, ბელარუსში — 297%-ით და ა.შ.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.