საქართველოს პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს ყურად იღონ პატრიარქის ქადაგება

© сайт Георгия Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი სააღდგომო ლიტურგიაზე
გიორგი კვირიკაშვილი სააღდგომო ლიტურგიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი, მეუღლესთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და საქართველოს გამთლიანება, — ამ სიტყვებით მიულოცა აღდგომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებლებს, — ოტყობინება მთავრობის პრესსამსახური.

პრემიერი, მეუღლესთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქმა საქართველოს მოქალაქეებს აღდგომა მიულოცა

„ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ძალიან დიდი დღეა, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომლებზეც ყურადღება პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში გაამახვილა.

გიორგი მარგველაშვილი ეკლესიაში - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი აღდგომას დმანისში შეხვდა

„ყველაზე მთავარი, რითაც მთლიანად გამსჭვალული იყო ეპისტოლე, ეს არის თავმდაბლობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, საკუთარი თავის შეცნობის და თავმდაბლობის გზაზე გადის სხვისი არგანკითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს პატრიარქმა ქართველ ხალხს უთხრა. ეპისტოლე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პატრიარქმა ისაუბრა ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევისმინოთ მისი ეს ქადაგება", — აღნიშნა პრემიერმა.

სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.


ყველა ახალი ამბავი
0