სააქციზო მოსაკრებელი ჰიბრიდულ ავტომობილებზე 50%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიჰიბრიდული ავტომობილი
ჰიბრიდული ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰიბრიდულ ავტომობილებზე საგადასახადო შეღავათებით შესაძლებელი გახდება თანდათან ჩვეულებრივი ავტომობილების ჩანაცვლება ჰიბრიდულით, რასაც ორმაგი ეფექტი ექნება - გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას და შეამცირებს საწვავის იმპორტზე ხარჯს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. 1 მაისიდან ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებზე შემოღებულია საგადასახადო შეღავათები — ამ ავტომანქანებზე აქციზი 50%-ით შემცირდა. არსებული კანონმდებლობით, მსუბუქ ავტომანქანებზე სააქციზო გადასახადი გამოშვების წელზეა დამოკიდებული. 

კერძოდ, ავტომობილებზე რომელთა ასაკი 1 წელს არ აღემატება — ერთ კუბურ სანტიმეტრზე აქციზის ღირებულება 1,5 ლარია, ერთი წლიდან 2 წლამდე 1,4 ლარი, 2 წლის ავტომანქანის  - 1,3 ლარი, 3 წლის —1,2 ლარი, 4 წლის — 1 ლარი, 5 წლის — 0,7 ლარი, 6 წლის —0.5 ლარი ერთ კუბურ სანტიმეტრზე. დოლარის მიმდინარე კურსი — 2,23 ლარია. აღნიშნული მოსაკრებეწლი მოქმედებს ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანებზე, რომლებიც როგორც ჩვეულებრივ ბენზინზე ისე  აკუმლატორზე მუშაობენ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე განისაზღვრა

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები დაიბეგრებიან 50%-იანი ფასდათმობით. 

ჰიბრიდულ ავტომობილებზე შეღავათების შედეგად შესაძლებელი გახდება  თანდათან ჩვეულებრივი ავტომობილების ჩანაცვლება ჰიბრიდულით, რასაც ორმაგი ეფექტი ექნება — გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას და შეამცირებს საწვავის იმპორტზე ხარჯს, — თვლიან საქართველოს პარლამენტში. 

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ინიციატივით მომზადდა.  თავდაპირველ ვარიანტში ჰიბრიდული ავტომობილები სააქციზო  მოსაკრებლისაგან სრულად უნდა განთავისუფლებულიყო. 

ამასთან, ავტორები თვლიან, რომ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ავტომანქანების იმპორტის სტიმულირება, რაც არა მარტო ავტოპარკს განაახლებს არამედ გააუმჯობესებს ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებს. 


ყველა ახალი ამბავი
0