იაკუტსკში სააღდგომოდ 400 კგ-იანი პასკა გამოაცხვეს

© Фото: Юрий Косолапов400 კგ-იანი კულიჩი
400 კგ-იანი კულიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულიჩის სიმაღლე 150 სმ-ია და 400 კგ-ს იწონის, მის დამზადებაზე 200 კგ ფქვილი 900 კვერცხი და სხვა პროდუქტები დაიხარჯა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. იაკუტსკში ყველაზე დიდი კულიჩი — 400 კგ-იანი პასკა გამოაცხვეს იმისათვის რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის აღდგომა მიელოცათ — ნათქვამია იაკუტსკისა და ლენსკის ეპარქიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

„დღესასწაულზე — 1 მაისს, 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ „აიგულში“, ყველა მსურველს მივულოცავთ აღდგომის დღესასწაულს და გავუმასპინძლდებით ყველაზე დიდი პასკით“- ნათქვამია პარტიარქიის განცხადებაში. 

სააღდგომო პასკა - Sputnik საქართველო
უგემრიელესი პასკა დიდი ბებიის რეცეპტით — ვიდეოგაკვეთილი

კულიჩი  „ნემიუგუმსკის პურის ქარხნის“ სპეციალისტებმა გამოაცხვეს. იგი 150 სმ სიმაღლისაა და 400 კგ-ს იწონის.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უკვე განათავსეს პასკის ფოტო სოციალურ ქსელებში. 


ყველა ახალი ამბავი
0