უგემრიელესი პასკა დიდი ბებიის რეცეპტით — ვიდეოგაკვეთილი

გამოწერა
კულინარიის ექსპერტმა Sputnik–ს შინ გამომცხვარი, ქიშმიშიანი, ნუშიანი და ცუკატებიანი პასკის უგემრიელესი რეცეპტი გაუმხილა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პასკასთან დაკავშირებით არსებობს ხალხური რწმენა: თუ პასკა კარგად ამოვა, ესე იგი, ოჯახში ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ დიასახლისები მისთვის საუკეთესო ინგრედიენტებს არჩევენ, რათა პასკა გემრიელიც იყოს, არომატულიცა და ლამაზიც. პასკის რეცეპტებს კი თაობიდან თაობას გადასცემენ.

კულინარიის რუსმა ექსპერტმა ანა ლუდკოვსკაიამ შინ გამომცხვარი, ქიშმიშიანი, ნუშიანი და ცუკატებიანი პასკის უგემრიელესი რეცეპტი გაგვიმხილა. მისი თქმით, სწორედ ასე აცხობდა სააღდგომო ნამცხვარს მისი დიდი ბებია ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში.

ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
დღეს მართლმადიდებლური სამყარო დიდ ხუთშაბათს – ვნების კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს

ორი საშუალო ზომის პასკისთვის დაგჭირდებათ:

•    რძე — 100 მლ

•    წყალი — 50 მლ

•    შაქარი — 1 ჩაის კოვზი

•    საფუარი — 10 გრ

•    ფქვილი 1 — 285 გრ

•    ფქვილი 2 — 285 გრ

•    ყავისფერი შაქარი — 200 გრ

•    კარაქი — 150 გრ

•    კვერცხი — 3 ცალი

•    ქიშმიში — 75 გრ

•    ცუკატი — 50 გრ

•    ნუში — 50 გრ

•    შაქრის პუდრი თავზე მოსაყრელად

•    ვანილი

•    ილი („კარდამონი“), მუსკატის კაკალი ან ზაფრანა — გემოვნებით

მომზადების წესი:

1.    ავიღოთ საფუარის ნატეხი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, რძენარევი თბილი წყალი. ავურიოთ ერთმანეთში და თხუთმეტიოდე წუთით დავდგათ ასაფუველად.

2.    როდესაც ნარევი აფუვდება, გადავიღოთ მოზრდილ ჭურჭელში, მოვურიოთ და დავაყაროთ 285 გრ ფქვილის მეოთხედი. ავურიოთ მიქსერით. შემდეგ შევურიოთ ფქვილის მეორე მეოთხედი, მიღებულ მასას დავაფინოთ ჯერ ცელოფანი, ზემოდან კი ტილო. ფქვილი, რაც 285 გრამიდან დაგვრჩა, ბოლოსთვის შევინახოთ.

3.    ავთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი, უმჯობესია ხის კოვზით და ვთქვიფოთ მანამ, სანამ არ გათეთრდება. მიღებული მასა კარგად შევურიოთ ცომს, დავაყაროთ ვანილი, კარაქი და მარილი, გულმოდგინედ მოვურიოთ, მერე კი ფქვილიც (285 გრამი) შევაზილოთ.

4.    ავთქვიფოთ სამი კვერცხის ცილა, რომელიც მანამდე მაცივარში უნდა გვქონდეს, ვინაიდან ცივი ცილა უფრო მალე და კარგად „ამოდის“. ათქვეფილი ცილა ხელით შევაზილოთ ცომს, რომელიც უნდა იყოს რბილი და ნაზი. ზემოდან მოვაყაროთ საფუარის მომზადებიდან მორჩენილი ფქვილი.

5.    ცომი დავდგათ სითბოში და დაახლოებით ერთი საათი დაველოდოთ გაფუებას, ამოსვლას. როცა ცომი კარგად ამოვა, შევურიოთ ქიშმიში, ნუში და „ცუკატები“.

6.    მოვათავსოთ ცომი ფორმაში, რომელსაც ძირზე პერგამენტი ექნება მოფენილი და დავტოვოთ ასე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვუსვათ თავზე კვერცხის გული და შევდგათ 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი საათით გამოსაცხობად.

7.    გამოვიღოთ პასკა ღუმელიდან და მოვრთოთ.

ყველა ახალი ამბავი
0