დღეს მართლმადიდებლური სამყარო დიდ ხუთშაბათს – ვნების კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს დღესასწაული ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს.

თბილისი, 28 აპრილი- Sputnik. დიდი ხუთშაბათის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია: ”მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: „ერთი თქვენგანი გამცემს“. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარ“? „სწორედ შენ“, უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე“. ბოროტი იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი“, შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული“.

ასე აღსრულდა პირველი ზიარება.

წმიდა სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტემ საკუთარი მოწაფეები იერუსალიმში ერთ სახლში შეკრიბა და მისი ბოლო ჟამის, ჯვარცმის შესახებ აუწყა. სიმდაბლის ნიშნად კი, მათ ფეხი დაბანა და ზიარების საიდუმლო დააწესა.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმიდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

დიდ ხუთშაბათს ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს:

საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია); მაცხოვრის მიერ მისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა;

გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას.

დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში აღევლინა საღვთო ლიტურგია.


ყველა ახალი ამბავი
0