რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ–ის პრეტენზიებს უპასუხა

© photo : Vitaly KuzminSu-27
Su-27 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი RC-135U რუსეთის საზღვართან გამორთული ტრანსპონდერით ფარულად მიახლოებას ცდილობდა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პენტაგონის განცხადებას უპასუხა, რომელიც რუსულოი სუ 27–ის მიერ ბალტიის ზღვაზე ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის „ჩაჭერას“ ეხებოდა.

პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკული მზვერავი RC-135 რუსულმა სუ 27–მა „სახიფათოდ და არაპროფესიულად „ჩაიჭირა“.

„ჩვენ უკვე შევეჩვიეთ პენტაგონის წარმომადგენლების წყენას ჩვენი გამანადგურებლების თითქოსდა არაპროფესიული მანევრების შესახებ რუსეთის საზღვრებთან ამერიკული მზვერავი თვითმფრინავების „ჩაჭერისას“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული თვითმფრინავების ყველა გაფრენა საჰაერო სივრცის შესახებ საერთაშორისო კანონების დაცვით ხორციელდება.

Su-27 - Sputnik საქართველო
პენტაგონმა რუსეთი დაძაბულობის შესაძლო ესკალაციაზე გააფრთხილა

„გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ მზვერავი თვითმფრინავი RC-135U გამუდმებით ცდილობს გამორთული ტრანსპონდერით ფარულად მოუახლოვდეს რუსეთის საზღვრებს. ამიტომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებს გამანადგურებლის გაშვება უწევს, რათა თვითმფრინავის საბორტო ნომრისა და ტიპის ვიზუალური იდენტიფიკაცია მოახდინოს“, — დაამატა კონაშენკოვმა.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ სხვა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი Boeing OC-135B, „ღია ცის“ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს მშვიდობიანად დაჯდა ულან–უდეში ისე, რომ მის ამოსაცნობად და იდენტიფიკაციისთვის რუსეთს გამანადგურებელი არ გაუშვია.

ყველა ახალი ამბავი
0