საქართველოში სამი თვის განმავლობაში 295,9 ათასი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი, აბანოთუბანი
ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2,29 მილიონი უცხოელიდან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს, 295,9 ათასი რუსეთის მოქალაქე იყო.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. 2016 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით საქართველოს საზღვარი 295,9 ათასმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.

სულ ამ პერიოდში საქართველოს საზღვარი 3,68 მილიონჯერ გადმოკვეთეს, მათგან 2,29 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ხოლო 1,3 მილიონი — საქართველოს მოქალაქე. უცხოელთა საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი – 707,8 ათასი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. მეორე ადგილზე თურქეთის მოქალაქეები არიან — 549,3 ათასი, მესამეზე სომხეთის — 466,1 ათასი. რუსეთის მოქალაქეები მეოთხე ადგილს იკავებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ანგარიშში. შემდეგ მოდიან უკრაინა (57,3 ათასი), ირანი (31,8 ათასი) და ყაზახეთი (12,7ათასი).

ამავე დროს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 485,1 ათასმა მსუბუქმა ავტომობილმა, 82,5 ავტობუსმა და 120 ათასმა სატვირთომ.

ფლეშმობი - Sputnik საქართველო
საქართველო ციფრებში - მოსახლეობის ბოლო აღწერა

მსუბუქი ავტომობილები ძირითადად აზერბაიჯანის მხრიდან კვეთავენ საზღვარს, სატვირთოები და ავტობუსები – თურქეთის მხრიდან.

გარდა ამისა, საქართველოს საზღვარი 131 სამგზავრო და 966 სატვირთო მატარებელმა გადმოკვეთა.

საქართველოს საზღვაო სახელმწიფო საზღვარი 41 ქვეყნის გემებმა 1,3 ათასჯერ გადმოკვეთეს. ძირითადად ეს თურქეთი (668-ჯერ), მალტა (87-ჯერ) და პანამაა (71-ჯერ).

 

ყველა ახალი ამბავი
0