ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

გამოწერა
ანა დოლიძის განცხადებით, ავღანეთიდან დაბრუნებულმა ქართველმა სამხედროებმა სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადეს.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ნატოს მისიის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მონაწილე ქართველი სამხედროების მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.  

გენადი გატილოვი - Sputnik საქართველო
რუსეთი: ტერორიზმთან ბრძოლამ, შესაძლოა, რუსეთი და დასავლეთი გააერთიანოს

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150–მა სამხედრომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულა. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.

„ჩვენ საქმიანობაში ყველაზე ბედნიერი დღეებია, როდესაც ჩვენი შენაერთები ავღანეთიდან დანაკლისის გარეშე ბრუნდებიან. მათ მოიხადეს ვალი სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ მათ მადლობას ვუხდით გაღებული წვლილისა და გაწეული სამსახურისთვის. ვხვდებით ხელგაშლილები, უდიდესი სიხარულით. ისინი ბრუნდებიან სახლში, საკუთარ ოჯახებთან“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ.  

© საქართველოს თავდაცვის სამინისტროქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ.
ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ. - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ.

მისი თქმით, სამხედროების ახლა დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „რადგან რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღვნიშნავთ“. 

22–ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52–ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 


ყველა ახალი ამბავი
0