თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. რუსეთისა და დასავლეთისთვის გამაერთიანებელი საკითხი შეიძლება ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ქმედებები გახდეს, მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
”ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბებული ვითარება და ის საფრთხეები, რაც ამ რეგიონიდან მომდინარეობს, ფრიად სერიოზულია. ეს ”ისლამური სახელმწიფოს” მზარდ ტერორისტულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ალბათ, ტერორისტული საფრთხე და კერძოდ, ”ისლამური სახელმწიფოს” საფრთხე გამოდის წინა პლანზე. ამ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტის აუცილობლობა ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ერთნაირად გვესმის. ალბათ, ეს ერთ-ერთი იმ თემათაგანია, რომელსაც ჩვენი გაერთიანება შეუძლია”, — განაცხადა გატილოვმა სახელმწიფო დუმაში ”ღია ტრიბუნაზე” სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, არის შეხების წერტილები, სადაც რუსეთს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა შეუძლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და პოლიტიზაციის გარეშე ერთობლივი ძალისხმევით ადეკვატური პასუხების მოძებნა.