კულიჩებისა და შეღებილი კვერცხების გარდა, რუსულ სამზარეულოში აღდგომის მთავარი კერძი არის პასკა.„პასხას“ სახელწოდებას სწორედ რომ ხაჭოს მასა, და არა ერბოზელილი ცომისგან გამომცხვარი კულიჩები ატარებს. ამ კერძის რეცეპტს მრავალი ვარიანტი და მომზადების ხერხი გააჩნია, თუმცა ძირითად ინგრიდიენტებად რჩებიან ხაჭო, არაჟანი, კარაქი და შაქარი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости – Казахстан".
ხაჭოს პასკა იმით არის კარგი, რომ თითოეულ დიასახლისს დამატებითი ინგრიდიენტების არჩევისას თავისი კულინარიული ფანტაზიის სივრცე გააჩნია, ასევე მისი მომზადება მარტივია.
ხაჭოს პასკები არის უმი და მოხარშული. მათ შორის სხვაობა იმაშია, რომ მიღებულ ხაჭოს მასას ან ხარშავენ, ან უმად ჭამენ. ინგრიდიენტების თნაფარდობა „თვალით“ შეიძლება განისაზღვროს.
უმი ხაჩოს მასის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ხაჭო-500 გრამი, არაჟანი-200 გრამი, კარაქი-100-150 გრამი, შაქარი-ნახევარი ჭიქა, ვანილინი, თხილი, ჭერმის ჩირი, ქიშმიში, ასევე მარციპანი, მარმელადი, ახალი კენკრა და ასე შემდეგ თქვენი გემოვნებისა და ფანტაზიის მიხედვით. დოლბანდი და სპეციალური ყალიბი (ან საყვავილე ქოთანი ძირზე ნახვრეტებით).
საცერზე ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ ან ბლენდერით ათქვეფილ ხაჭოში უმატებენ არაჟანს, კარაქს და შაქარს, და ყველაფერს საგულდაგულოდ ურევენ.
შემდეგ უმატებენ ჩირს, თხილს და ისევ ურევენ. პასკის ყალიბს ოთხკუთხა პირამიდის ფორმა აქვს. ყალიბს ვიწრო ბოლოთი დებენ თაფშზე. ყალიბში ჩააფენენ ნოტიო დოლბანდს და უკვე მასში ათავსებენ ხაჭოს მასას. შემდეგ დოლბანდის ბოლოებს შეკრავენ, ზემოდან სიმძიმე ედება. ასეთ მდგომარეობაში პასკას ტოვებენ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში, რომ ზედმეტი სითხე გამოვიდეს.
მეორე დღეს პასკას თეფშზე ამოაბრუნებენ, მოაშორებენ ყალიბს და დოლბანდს და ლამაზად მორთავენ. პასკა მზადაა.