თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი კვირას 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს, ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.
ამას გარდა, 1 და 2 მაისს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ავტობუსები გავა:
• მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით —მეტრო „დიდუბის“ სადგურიდან
• კუკიისა და მახათას სასაფლაოებზე — „მარჯანიშვილის“ მეტროს ტერიტორიიდან
• საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „დელისიდან“
• თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ — „სარაჯიშვილის“ მეტროდან
• ველის სასაფლაოსკენ — ჭიჭინაძის №25–დან
• ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „ვარკეთილიდან.