საქართველოს მოსახლეობა 13 წლის განმავლობაში 15%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის აღწერაში 233 ათასი აზერბაიჯანელი, 168,1 ათასი სომეხი და 26,5 ათასი რუსი მოქალაქე მოხვდა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „საქსტატმა“ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაქვეყნა — ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის შედეგებზე 15%-ით ნაკლებია.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდა. კვლევის დროს დაფიქსირდა ოჯახების შემადგენლობა და მათი დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება, საქმიანობა, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ახალშობილი - Sputnik საქართველო
საქართველოში შობადობის დონე გაიზარდა

„მოსახლეობის 2014 წლის აღწერის თანახმად 3 713 804 ადამიანი დაფიქსირდა… აღწერა მოხდა იმ ადამიანების, რომლებიც, 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ ან საქართველოში წელიწადზე მეტი ხნით დარჩენას აპირებდნენ. დაითვალა მხოლოდ ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობა და არა რეგისტრირებული“, — განაცხადა „საქსტატის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღწერის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს 3 224 600 ქართველი მოქალაქე, 233 ათასი — აზერბაიჯანელი, 168,1 ათასი — სომეხი, 26,5 ათასი რუსი მოქალაქე, არიან ასევე სხვა ეროვნების მოქალაქეებიც. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 600-მა ადამიანმა, ეროვნება არ აღინიშნა 500 შემთხვევაში.

ქალაქებში ცხოვრობს 2 122 623 ადამიანი, რაც წინა აღწერის მაჩვენებელზე 2,3%-ით მეტია, ხოლო სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობს. 

აღწერა, გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.


ყველა ახალი ამბავი
0