კარტი, ფული და კომპასი — რა არ შეიძლება აჩუქოთ პატიმარს სააღდგომოდ

© photo: Sputnik / Denis Aslanovქალთა კოლონია
ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეიდან 30 აპრილის ჩათვლით ყველა მსურველს ეძლევა უფლება, გაუგზავნოს პატიმარს საჩუქარი, ოღონდ აუცილებელია დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინება.

თბილისი, 28 აპრილი —Sputnik. საქართველოს ყველა საპატიმრომ დაიწყო სააღდგომო საჩუქრების მიღება პატიმრებისთვის. 

„კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 28, 29 და 30 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე“, — ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.  

კოლონია - Sputnik საქართველო
სააღდგომოდ საპატიმროებს 69 მსჯავრდებული დატოვებს

საჩუქრების გამგზავნელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამანათში არ შეიძლება შედიოდეს ფული, საათი, სამკაული და მზის სათვალე.

გარდა ამისა, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების, გასათბობი საკვები პროდუქტების, ინსტრუმენტების, სათამაშო კარტების, ფოტოაპარატების, მობილური ტელეფონების, კომპასების, ფორმის ტანსაცმლისა და საღებავების გადაცემა. 


ყველა ახალი ამბავი
0