სააღდგომოდ საპატიმროებს 69 მსჯავრდებული დატოვებს

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ 26 მსჯავრდებულს საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის ვადა შეუმცირა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 95 პატიმარი შეიწყალა. მათი უმრავლესობა საპატიმროებს უკვე ოთხშაბათს დატოვებს, განაცხადა ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

ელექტრონული სამაჯური - Sputnik საქართველო
საქართველოში შინაპატიმრობას გამოიყენებენ

გათავისუფლდება 69 პატიმარი, მათგან ათი ქალია და ორი — არასრულწლოვანი.

„დანარჩენ 26 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა. მათ შორისაა ორი ქალი და ორი არასრულწლოვანი. შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულით გასამართლებული პირები“, — განაცხადა ქორიძემ.

მარგველაშვილმა გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. კომისიამ 20-23 აპრილს 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

თებერვლის მონაცემებით, საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში 9,7 ათასზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0