პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ - მსახიობი ივანე ქურასბედიანი და ტაბიძის პოეზია

© photo: Sputnik / Denis Aslanovივანე ქურასბედიანი
ივანე ქურასბედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ახალი მონაწილე ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული აკადემიური თეატრისა და „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი ივანე ქურასბედიანია. პროექტისთვის მან ХХ საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მე და ღამე“ შეარჩია.

„ხალხის ერთობის პოეზიის საშუალებით დემონსტრირება და მათი სილამაზის აღქმა, „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ერებსა და კულტურებს აახლოებს. ტაბიძის პოეზია სავსეა ნათელი და გამოკვეთილი ფერებით, მელოდიურობით და ქართული ენის განუმეორებელი რიტმით, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებისადმია მიმართული — სიკეთე, სილამაზე, სიყვარული და რწმენა“, — განაცხადა ქურასბედიანმა.

საქართველოში პროექტს სათავე რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ და მისმა მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა დაუდეს, რომლებმაც ცნობილი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“ წაიკითხეს. ესტაფეტაში ასევე ჩაერთო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. პროექტი 2015 წლის მარტში „Sputnik ყირგიზეთმა“ დაიწყო. ყირგიზელი კოლეგების ინიციატივას ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის მრავალ ქვეყანაში Sputnik-ის მოქმედმა რედაქციებმა დაუჭირეს მხარი.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0