თბილისი, 27 აპრილი —Sputnik. თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზღვრები კანონმდებლობის სრული დაცვით შეიცვალა, ნათქვამია საქართველოს დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მითვისება საქართველოს ექს-პრემიერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დააბრალა. პარკის ადმინისტრაციაში ეს უარყვეს და განმარტეს, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის თაბორის მთის ტერიტორიაზე გაცვლის ხარჯზე შეიცვალა.
„ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება ფართობის ცვლილების გარეშე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად განხორციელდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ბოტანიკურ ბაღს 2007 წელი მიენიჭა, საქალაქო არქიტექტურული სამსახურის 2000 წლის პირობითი გეგმის შესაბამისად. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 81 ჰექტარს მოიცავს. ამაში შეცვლილი ფართობი არ შედის, აღნიშნეს მერიაში.
თბილისის მერიამ მოსახლეობას მოუწოდა მიზანდასახულ პროვოკაციებს არ აჰყვეს, რათა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტაციებით ბოტანიკური ბაღის ინტერესებსა და განვითარების პერსპექტივებს ზარალი არ მიადგეს