ადმინისტრაცია: ბოტანიკური ბაღის ტერიტორია არავის მიუთვისებია

გამოწერა
ბოტანიკურმა ბაღმა თავისი ტერიტორიის ნაწილი თაბორის მთის ტერიტორიაზე გადაცვალა, რაც ძალიან მომგებიანია, განაცხადეს ადმინისტრაციაში.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზღვრები შეიცვალა ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის გადაცვლის ხარჯზე, ნათქვამია ბოტანიკური ბაღის განცხადებაში. 

ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ნაწილის მითვისებაში დაადანაშაულეს. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს

„წინასწარ დასკვნების გამოტანამდე, ვთხოვთ ყველა მოქალაქეს ეწვიონ ბოტანიკურ ბაღს და საკუთარი თვალით დარწმინდნენ, რომ ტერიტორიების მონაცვლეობა მომგებიანია და სასარგებლოა ბოტანიკური ბაღის განვითარებისათვის“, — ნათქვამია განცხადებაში. 

მანამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჟურნალისტებს ამონაწერი წარუდგინა საჯარო რეესტრიდან, ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილების  შესახებ. საუბარია 4 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას. 

ოპოზიციამ თბილისის მერს ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მასიური საპროტესტო აქციებით იმუქრება. 


ყველა ახალი ამბავი
0