ქართველი სტუდენტები ხელისუფლებისგან პასუხს მოითხოვენ

© Sputnik, Levan Avlabreli სტუდენტების აქცია
სტუდენტების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ჩართვას მოითხოვს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე პეტიცია მოამზადეს, ისინი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართვას მოითხოვენ. ამის შესახებ Sputnik-ს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განუცხადა.

გუშინ თბილისში რამდენიმე ათეული სტუდენტის მონაწილეობით საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ ხელმოწერილი პეტიცია მთავრობის ადმინისტრაციაში დატოვეს.

„გუშინდელ მსვლელობას პირობითად „დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობა“ ეწოდა… ეს რაიმე დარეგისტრირებული მოძრაობა არაა, ეს, უბრალოდ, პირობითი დასახელებაა“, — აღნიშნა საბაურმა.

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები სრულფასოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ კონსულტაციებში სტუდენტების ჯგუფები ჩაერთვებიან. ისინი ოფიციალური უწყებებისგან პასუხს ელოდებიან — შესაძლებელია თუ არა მათი ჩართვა პროცესში.

სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მზადაა, სტუდენტებთან რეფორმების საკითხზე ითანამშრომლოს

ბოლო დროს საქართველოს ყველაზე დიდ უნივერსიტეტში დაძაბული ვითარებაა. სტუდენტები უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის გატარებისა და უნივერსიტეტის სპეცსამსახურებისგან „გაწმენდის“ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ.

თსუ-ში პროტესტის პირველ ტალღას რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. დღეს ის სტუდენტების დასაცავად დგას. მეორე ტალღა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. სტუდენტებმა აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. პრემიერი მათ რეფორმების გატარებას დაჰპირდა.

ყველა ახალი ამბავი
0