თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სს „საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით პერიოდში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებით მატარებლებს გამოყოფს, აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა ნაკადის გაზრდას ელოდება.
დამატებითი ჩქაროსნული მატარებლები თბილისი-სენაკისა და თბილისი-ზუგდიდის მარშრუტებზე დაინიშნა.
„თბილისიდან 29 აპრილსა და 1 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 საათზე, ჩასვლა ქალაქ ზუგდიდში 06:36 საათზე, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30, ჩამოსვლა თბილისში – 07:05 საათზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მართლმადიდებელთა ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაული აღდგომა წელს 1 მაისს აღინიშნება.