თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოში სკოლის მოსწავლეები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 28 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდში დაისვენებენ, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამოსცა.
ამჟამად საქართველოში 2085 სახელმწიფო სკოლაა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური დღესასწაული — აღდგომა წელს 1 მაისს აღინიშნება.