ვლადიმირ სპივაკოვისა და „მოსკოვის ვირტუოზების“ კონცერტი თბილისში

© Сайт "Виртуозы Москвы"ვლადიმირ სპივაკოვი
ვლადიმირ სპივაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოსკოვის ვირტუოზები“, რომელსაც მაესტრო ვლადიმირ სპივაკოვი ხელმძღვანელობს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე კლასიკოსების ნაწარმოებებს შეასრულებს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრის სცენაზე დღეს რუსეთის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „მოსკოვის ვირტუოზების“ კონცერტი გაიმართება, რომელსაც ცნობილი დირიჟორი და მევიოლინე ვლადიმირ სპივაკოვი ხელმძღვანელობს.

კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Georgian National Opera, მხარდამჭერი კი თბილისის მერია.

Maroon 5 - Sputnik საქართველო
საქართველოში Maroon 5, ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ხოსე კარერასი იმღერებენ

„მოსკოვის ვირტუოზები“ მოცარტის, ბოკერინის, ჰაიდნის, შოსტაკოვიჩის, პიაცოლას ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც მუსიკალურ–კულტურული ცენტრის ფეისბუქ-გვერდი იუწყება, იაფფასიანი ბილეთები სალაროში აღარ არის, „დარჩენილია ბილეთები 80 (ძალიან ცოტა), 100, 110, 130 და 150 ლარად“.

ცენტრის სალარო მუშაობს 12–დან 18 საათამდე, შესვენების გარეშე. ბილეთების დაჯავშნა არ ხდება და არც ონლაინ–გაყიდვა ხდება.

სალაროს ტელეფონი: 296 22 07.

ყველა ახალი ამბავი
0