ტურისტული ბილიკი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს

© ვახო ნავერიანიკირით ნაგები, ცად აზიდული კოშკები სვანეთის სავიზიტო ბარათია
კირით ნაგები, ცად აზიდული კოშკები სვანეთის სავიზიტო ბარათია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულნი შეძლებენ გაეცნონ კავკასიის ბუნებას, ამ მიზნით სეიქმნება სპეციალური ბილიკი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ტრანსკავკასიური სალაშქრო მარშრუტების განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებენ, ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტყობინება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში გრძელი მარშრუტების ქსელი შეიქმნება, რომელიც მოიცავს მთელ კავკასიას და დააკავშირებს რეგიონის 20-ზე მეტ არსებულ და დაგეგმილ ეროვნულ პარკს.

„ ტრანსკავკასიური სალაშქრო მარშრუტის შესაქმნელად საქართველოს მოლაშქრეთა საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- თქვა პოლ სტეფანსმა, ტრანსკავკასიური მარშრუტის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ზაფხულიდან მოლაშქრეთა ჯგუფის წევრები და მოხალისეები სვანეთსა და რაჭაში არსებული მარშრუტების გაუმჯობესებასა და ბილიკების გაკვალვას დაიწყებენ. პროექტი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას მოიცავს და მარშრუტების წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩატარდება. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისმა ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ზაფხულის განმავლობაში პროექტში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ახალი პროექტის დაწყება ოფიციალურად ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში, სალაშქრო სეზონის გახსნაზე გამოცხადდა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 1500 მოლაშქრე დაესწრო.

ტრანსკავკასიური მარშრუტების ასოციაცია არასაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონშია ბაზირებული. ორგანიზაცია კავკასიის რეგიონში ხელს უწყობს სალაშქრო მარშრუტების განვითარებას, რომ გაუმჯობესდეს და დაცული იყოს რეგიონში არსებული ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები და გაიზარდოს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი.


ყველა ახალი ამბავი
0