თბილისმა ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

© сайт мэрии Тбилисиთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციამ „თბილისი – შეხვედრების ადგილი“ შეკრიბა წარმომადგენლები ლვოვიდან, მინსკიდან, ხარკოვიდან, ლიუბლიანიდან, ერევნიდან და ასტანიდან.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი – შეხვედრებისის ადგილი“, რომელიც ტურისტების მოზიდვაზე იყო მიმართული, საქართველოს დედაქალაქში პარასკევს ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა ლვოვიდან, მინსკიდან, ხარკოვიდან, ლიუბლიანიდან, ერევნიდან და ასტანიდან. მათ ერთმანეთს ტურიზმის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ეკონომიკის განვითარებაში ტურიზმის როლზე ისაუბრეს, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეს ღონისძიება მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

კონფერენცია „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების საერთაშორისო ტურისტული გამოფენის Caucasus Tourism Fair CTF 2016 ფარგლებში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

საქართველოში მოგზაურობა - Sputnik საქართველო
რა პროგრამას გვთავაზობს Check in Georgia 2016 წელს?

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს – შარშან ამ სფეროდან შემოსავალმა 1,935 მლრდ დოლარი შეადგინა. წელს საერთაშორისო იმიჯის ამაღლების მიზნით მთავრობამ გრანდიოზული პროექტი Check in Georgia შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში საქართველოში ისეთი მსოფლიო ვარსვლავები ჩამოვლენ, როგორებიც არიან ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, Maroon 5 და ხოსე კარერასი, ასევე 35 სხვადასხვა ფესტივალი ჩატარდება.

2016 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს 406,9 ათასი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,7%-ით მეტია.


ყველა ახალი ამბავი
0