Baku Fashion Week-ს იტალიელი დიზაინერის კოლექცია გახსნის

© photo : FMS ModelsAndrea Lazzari
Andrea Lazzari - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელი დიზაინერი ანდრეა ლაზარი ბრენდის Plùs Que Ma Vìe-ს დამფუძნებელია, რაც ნიშნავს „უფრო მეტი, ვიდრე ჩემი სიცოცხლე“.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ბაქოს მოდის კვირეულს — Baku Fashion Week, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები რუსეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან, იტალიელი დიზაინერი ანდრეა ლაზარი გახსნის, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი. 

ღობნისძიება 13-დან 15 მაისამდე გაიმართება ბაქოს საერთაშორისო საზღვაო ვაგზლის ტერიტორიაზე. 

გოგა ნიქაბაძის ჩვენება - Sputnik საქართველო
Mercedes-Benz Fashion Week-ი თბილისში მსოფლიო დიზაინერებს მოუყრის თავს

ლაზარი მარანგონის მოდის ინსტიტუტის „ტანსაცმლის დიზაინის“ პროგრამის კურსდამთავრებულია და საკუთარი ბრენდის Plùs Que Ma Vìe-ს დამფუძნებელი. ეს კოლექცია პარიზში და მილანში Best Menswear Brand Award Marangoni-ს გამარჯვებული გახდა. 

დიზაინერის თქმით, თავის კოლექციებს ის ქმნის „ელეგანტური ადამიანებისათვის, რომელთაც რაღაც მეტი სურთ“, სწორედ მას უკავშირდება ბრენდის დასახელება, რომელიც ითარგმნება „უფრო მეტი, ვიდრე ჩემი სიცოცხლე“. 

ბაქოს მოდის კვირეულის ორგანიზატორები არიან სამოდელო სააგენტო FMS Models, საპროდიუსერო ცენტრი HAFIZ AGHAYEV და საერთაშორისო არხი ID Fashion. 


ყველა ახალი ამბავი
0