Mercedes-Benz Fashion Week-ი თბილისში მსოფლიო დიზაინერებს მოუყრის თავს

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიგოგა ნიქაბაძის ჩვენება
გოგა ნიქაბაძის ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდურ ღონისძიებას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება, სპეციალური სტუმრები: მოდელი სილვია გობელი და ფრანგი ფეშენ–ჟურნალისტი დიანა პერნე დაესწრებიან.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ფრანგული მოდის სახლ Herve Leger–ის დამფუძნებელი ერვე ლერუ თბილისს მერსედეს–ბენცის მოდის კვირეულის მესამე სეზონს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

თაკო ჩხეიძე თბილისის მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week: პროგრესული და ავანტიურული

Mercedes-Benz Fashion Week-ი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება 5–9 მაისს და თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებს, მოდის კრიტიკოსებს, fashion-ფოტოგრაფებსა და მედიის წარმომადგენლებს მოუყრის თავს.

„კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორსა და ეროვნულ სამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს“, — ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში Herve Leger–ის სპეციალურ სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი ფოტოხელოვანის, ჰელმუტ ნიუტონის მუზა, მოდელი სილვია გობელი და პოპულარული ფრანგი ფეშენ–ჟურნალისტი დიანა პერნე.

მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები, გამოფენები და მასტერ-კლასები. კვირეულს ცნობილი სამოდელო ჟურნალების კრიტიკოსები და ჟურნალისტები გააშუქებენ.  

Mercedes-Benz Fashion Week-ი თბილისში კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და აგრეთვე ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0