თბილისში მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის კონფერენცია გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაში მსოფლიოს 30 ქვეყნის 400 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართველ და უცხოელ ფსიქიატრებს შორის თანამშრომლობის განვითარებს შეუწყობს ხელს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. პირველად თბილისში 27-30 აპრილს მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის (WPA) რეგიონული კონფერენცია გაიმართება, განუცხადეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
თბილისში მაისში თავდაცვისა და უშიშროების კონფერენცია გაიმართება

კონფერენციის მიზანია ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების განსაზღვრა, პაციენტების უფლებების დაცვა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით მომსახურების განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენციას მსოფლიოს 30 ქვეყნის დაახლოებით 400 დელეგატი დაესწრება.

სტუმრებს შორის იქნება WPA-ს პრეზიდენტიც, პროფესორი დინეშ ბუგრა, ასევე ღონისძიებას დაესწრებიან ფსიქიატრიის სფეროს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონფერენცია ხელს შეუწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას ქართველ და უცხოელ ფსიქიატრებს შორის, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0