დეპუტატი: საქართველოს ექიმთა გადამზადების სისტემა სჭირდება

© photo: Sputnik / Murad Orujovსემინარი
სემინარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ექიმთა პროფესიული გადამზადების სისტემა უნდა დანერგოს, რათა პაციენტისთვის არასაჭირო წამლების გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაჩნდეს. ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის მონიტორინგის სისტემის დანერგვა ნაწილობრივ მოაგვარებს პაციენტებისთვის წამლების არამიზნობრივ დანიშვნასთან დაკავშირებულ პრობლემას

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის მონიტორინგის სისტემის დანერგვა ნაწილობრივ მოაგვარებს პაციენტებისთვის წამლების არამიზნობრივ დანიშვნასთან დაკავშირებულ პრობლემას, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი.

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ექიმები პაციენტს ხშირად იმაზე მეტ წამალს  გამოწერენ პაციენტისთვის, ვიდრე ეს მას ესაჭიროება.

„კარგი იქნებოდა მონიტორინგის ჩატარება, გამოკვლევა, რომ ამ პრობლემის მასშტაბები გავიგოთ. სანამ ქვეყანაში ამ ვითარების შეფასების მონიტორინგის სისტემა არ დაინერგება, პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება“, — განაცხადა ხეჩინაშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

მისი აზრით, სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხით კერძოდ, მედიცინის სფეროში სიახლეების მიწოდებით, სერიოზულად უნდა გააქტიურდეს. ამისთვის აუცილებელია პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვა, რომელიც ყველა სფეროს მედიკოსების პერიოდულად გადამზადებას უზრუნველყოფს.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
მინისტრი: ექიმები ხშირად არასწორად წერენ რეცეპტებს

საქართველოს ხელისუფლება წამლების გაძვირების პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გამოყენებას აპირებს. 2015 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სპეციალური მეთოდოლოგია შეიქმნა, რომლის დახმარებით პერიოდულად იზომება მედიკამენტების ფასები.

საქართველოში 2013 წლის თებერვლიდან იმ მედიკამენტების საფასურს, რომელიც პაციენტის სტაციონარში მკურნალობისთვის არის აუცილებელი, მთლიანად სახელმწიფო ფარავს. გარდა ამისა, წამლებს უფასოდ იღებენ С ჰეპატიტითა და ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტები. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული პრეპარატი „ჰერცეპტინის“ ყიდვა 80%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0