თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ავტობუსების მძღოლებმა, რომლებიც თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო რეისს ასრულებენ, თურქული სატრანსპორტო კომპანია Metro Georgia ბაზრის მონოპოლიზების მცდელობაში დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვის მოწყობით დაიმუქრნენ, რათა კომპანიის ავტობუსები ორთაჭალის ავტოსადგურიდან ვერ გავიდნენ.
Metro Georgia ევროპული ჰოლდინგის Metro-ს პარტნიორია საქართველოში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებს.
კომპანია Metro Georgia 2014 წელს დააფუძნეს. მას შემდეგ ის ასრულებს რეისებს მარშრუტით ბათუმი-თბილისი და თურქეთში — თითქმის ათ ქალაქში.
17 მარტიდან კომპანიის ავტობუსებმა თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით, დღეში ხუთჯერ რეისები დაიწყეს. ავტობუსები 50 მგზავრზეა გათვლილი.