თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ორშაბათს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს "Россия сегодня" —ს პრეს-ცენტრში იტალიელი ჟურნალისტის ჯულიეტო ქიეზას წიგნის „რუსოფობია2.0" პრეზენტაცია ჩატარდა. ავტორმა ამ მოვლენის ფესვებზე, განვითარებაზე და ნიუანსებზე, ასევე ისლამოფობიასა და რუსოფობიას შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრა.
„მე როგორც ევროპის მცხოვრები ბრალდებებს პუტინის მისამართით სისტემატურად ვისმენ. რუსეთს აგრესორს უწოდებენ, მას მსოფლიო კრიზისში ადანაშაულებენ. რუსოფობია-ეს ხალხის აზროვნების ომისთვის მომზადების პოლიტიკური და სტრსტეგიული იარაღია. საინფორმაციო შეტევის შემდეგი მიზანი ჩინეთი იქნება, დასავლეთი თუ რუსეთის გადატეხვას შეძლებს“,-ამბობს ჟურნალისტი.
იტალიელი ჟურნალისტი რუსოფობიის მიზეზს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხებში რუსეთის პოზიციის შესახებ ევროპელების ცუდ ინფორმირებულობაში ხედავს.
„ჩვენ იმ დროში ვცხოვრბთ, რომელიც ცივ ომზე უარესია — მაშინ პოლიტიკურ პოლუსებს შორის წონასწორობა მაინც არსებობდა. დღეს არანაირი წონასწორობა არ არსებობს. რუსეთი-ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ეს სიგიჟე შეაჩეროს“,-განაცხადა ჯულიეტო ქიეზამ.
ქიეზას აზრით, რუსეთმა სხვა ქვეყნებთან კომუნიკაციის თავისი საკუთარი არხები, მასმედიის განშტოებული სისტემა უნდა შექმნას, მით უმეტეს მოთხოვნა ამაზე არსებობს. „მე იტალიური არხი pandoratv.it შევქმენი, ჩვენ ინტერნეტში ვმაუწყებლობთ. ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს ეთერისთვის მე პირადად ვთარგმნიდი. ყოველ დღე დაახლოებით 60-80 ათასი მაყურებელი გვყავს. მათ აინტერესებთ, რა ხდება თანამედროვე რუსეთში, სვამენ კითხვებს, — აღნიშნა ქიეზამ. — ცხრა მაისს პირდაპირ ეთერში ჩვენ გამარჯვების აღლუმს გადავცემთ. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა არხები ამას არ გააკეთებენ.“
სახეზეა ევროპის დაყოფის პრობლემა დენაციფიკაციის პრინციპით, მიაჩნია მწერალს. „ძველი ევროპა: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ასპანეთი დენაციფიცირებულები არიან. ესტონეთი, ლატვია, ლიტვა- „ხმამაღლა მოლაპარაკე სისტემებია“, რომლებიც რუსეთს ადანაშაულებენ და დაძაბულობას ქმნიან“, —ხაზი გაუსვა მან.
მწერლის სიტყვებით, 2001 წლის 1 სექტემბერს ტყუპ კოშკებზე შეტევის შემდეგ გაჩენილი ისლამოფობია მეორე პლანზე გადავიდა „რუსოფობია2.0"-ს გამოჩენის მერე. „რუსოფობიის თემა ახლა დასავლეთისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისლამოფობია“,-ამბობს ჟურნალისტი.
მაგრამ სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების წარმატებული ოპერაციის წყალობით, რუსეთის შესახებ დასავლეთის აზრი უკეთესისკენ შეიცვალა. „ევროპელებმა დაინახეს, რომ რუსეთი ტერორიზმს ებრძოდა, როდესაც ე.წ. „დასავლური კოალიცია“ აფინანსებდა მათ. რუსეთის შესახებ ნეგატიური წარმოდგენის თავს მოხვევის ცდები ჩაიშალა. ევროპული ელიტა დაბნეულია და არ იცის რა თქვას“,- აღნიშნა ქიეზამ.
„ახლანდელი ხელმძღვანელებით წესიერი სახის შენარჩუნებას ევროპა ძნელად თუ შეძლებს. ყველა მათგანი თეთრი სახლიდან იმართება. საჭიროა ახალი პოლიტიკური ელიტა, ძველი პარტიები თანდათან კვდებიან. ხუთი წლის შემდეგ პოლიტიკური ლანდშაფტი სულ სხვანაირი იქნება“, — დაასკვნა ჯულიეტო ქიეზამ.