ცვლილებების ზღვარზე: საქართველოში ოპერის მომღერალი შეიძლება პოლიტიკოსი გახდეს

გამოწერა
პაატა ბურჭულაძე არასდროს არ ყოფილა აქტიური პოლიტიკოსი, საოპერო ხელოვნების გარდა მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული, მაგრამ 2016 წლის შემოდგომაზე სიტუაცია შეიცვალა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე პოლიტიკური რელობა საქართველოში იცვლება. ცნობილი მეცენატი და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატრდება. უკვე ცნობილია, რომ სადეპუტატო სავარძლებსა და მთავრობის ფორმირების უფლებისათვის ბრძოლის შესაძლო მონაწილეების პოლიტიკური სპერქტრი 2012 წლის არჩევნების მოთამაშეებისაგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძე შესაძლოა პოლიტიკოსი გახდეს

მიუხედავად თავისი პოპულარობისა, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკას დიდ ხანს თავს არიდებდა და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული. 2015 წლის შემოდგომაზე მან ყველასათვის მოულოდნელად არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაარსა, რომლის ძირთადი მიმართულება პოლიტიკური საკითხებია.

ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს განვითარების ფონდმა რეგიონებში თავისი წარმომადგენლობები გახსნა. მისი დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე კი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ასევე ფონდის წარმომადგენლობა გახსნა.

„პაატა ბურჭულაძე აშშ-ში იმყოფება, მაგრამ მისი დაბრუნების შემდეგ, ჩვენ ჩვენი გუნდის ნდობისა  და საზოგადოების მოლოდინის საკითხს განვიხილავთ და არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოვიღებთ“,-განაცხადა განვითარების ფონდის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ბურჭულაძე და მისი თანამოაზრეები ჯერ მხოლოდ ფიქრობენ, წავიდნენ თუ არა პოლიტიკაში, საქართველოს მოსახლეობა მათ უკვე როგორც პოლიტიკურ მოღვაწეებს აღიქვამს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: როდის შეებრძოლებიან პარტიები ერთმანეთს

ასე მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის დახურული შედეგების თანახმად, ბურჭულაძე იმ პოლიტიკოსთა რეიტინგში ლიდერობს, რომლებსაც მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა შუძლიათ.

2016 წლის არჩევნების წინ ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპაირისპიროდ შექმნილი კოალიცია  „ქართული ოცნება“ დაიშალა. მმართველ კოალიციაში ადრე შემავალი ექვსივე პარტია არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას.

წამყვან პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. კოალიციის დანარჩენ პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალებას არ მისცემს, მიაჩნიათ ექსპერტებს.

გარდა ამისა, პარლამენტის სავარძლებისათვის იბრძოლებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“.

წინასაარჩევნო ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ და ირმა ინაშვილის პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელთაც რუსეთთან კარგი ურთიერთობების დალაგების გამო ქართულ საზოგადოებაში მომხრეები ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0