საქართველოს შს სამინისტროში ამერიკელ კოლეგებს რეფორმები გააცნეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დელეგაცია მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესსა და იმ სერვისებს გაეცნო, რომელსაც საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ჯორჯიის შტატის (აშშ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დელეგაცია საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქმიანობას გაეცნო, იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.

სტუმრები მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს გაეცნენ. 

პოლიციელი სპეცოპერაციისას - Sputnik საქართველო
პოლიციამ ჯორჯიის შტატის სასტუმროში მძევლები გაათავისუფლა
 მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ამერიკელ სტუმრებს ის ინოვაციური პროექტები წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ამერიკელებმა  ქართველი სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ მომსახურების შესახებ, რომელსაც შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებში იმყოფებოდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0