ეკვადორში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 654 ადამიანს მიაღწია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრა
მიწისძვრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზუსტებული მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვმა 12,5 ათას ადამიანს მიაღწია, ხოლო 58 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ეკვადორში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც გასულ კვირას მოხდა, დაღუპულთა რიცხვმა 654 ადამიანს მიაღწია, იუწყენა სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

ბოლო მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვმა 12,5 ათას ადამიანს მიაღწია, 58 უგზოუკვლოდ დაკარგულად, ხოლო 25 ადამიანი კვლავ თავშესაფრებში რჩება.

ეკვადორში  7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები 16 აპრილს, ღამით დაფიქსირდა.  მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტ მუისნედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 28 კილომეტრში იყო. მისი კერა 20,2 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი სასტუმროები, რესტორნები და საცხოვრებელი სახლები. 


ყველა ახალი ამბავი
0