მეტროსადგურ "პოლიტექნიკურში" 15 წლის გოგონა ჩავარდა

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა კიდურების მოტეხილობით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევები უტარდება

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში მეტროსადგურ „პოლიტექნიკურში“ ბაქანზე მდგომ 15 წლის გოგონას ფეხი დაუცურდა და ლიანდაგზე ჩავარდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ მოხდა, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, საბედნიეროდ მატარებლის მემანქანემ დამუხრუჭება დროულად მოახერხა. გოგონა კიდურების მოტეხილობით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევები უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ი 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0