ჩეხოვის “თოლია“, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა

„თოლია“ მსახიობებისთვის თვითდამკვიდრების ერთგვარი სიმბოლოა.
„თოლია“ მსახიობებისთვის თვითდამკვიდრების ერთგვარი სიმბოლოა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ სპექტაკლზე მუშაობა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. „თოლია“ თვითდამკვიდრების ერთგვარი სიმბოლოა, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მიზანი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა იყო.

ნინი რაზმაძე  

თავისუფალი თეატრის სცენაზე მომავალმა მსახიობებმა რუსული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი ანტონ ჩეხოვის „თოლია“  გააცოცხლეს. მეოთხე კურსის სტუდენტების პროფესიონალიზმმა ლამის მთელი თბილისი აალაპარაკა. რეჟისორ გოგი თოდაძის სტუდენტებმა როლის მაქსიმალურად გათავისება შეძლეს და ოვაციებიც დაიმსახურეს. „სპუტნიკი“ მომავალ მსახიობებს მაკო კახეთელიძეს და ირკალი გრძელიშვილს ესაუბრა.

მსახიობობა — ასრულებული ოცნება თუ?..

მაკო: -  პატარაობიდან მქონდა მოთხოვნილება ზღაპრები ხმამაღლა მეკითხა, განმესახიერებინა სხვადასხვა როლი, ბოლოს კი მივხვდი რომ ამის გარეშე არ შემეძლო. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა სკოლა-სტუდია „თეატრალის“ შესახებ გავიგე, იქ დავიწყე სიარული და ამან უფრო მეტად გაამძაფრა ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება თეატრისადმი. მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე ჩამებარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში. თუმცა, სტუდენტობის დროს მივხვდი, რომ მსახიობობა არცთუ ისე მარტივი ყოფილა. 

ირაკლი: — ბავშვობიდანვე ისე აეწყო ყველაფერი, თითქოს მთელმა ოჯახმა იცოდა,  რომ თეატრალურში ჩავაბარებდი. თეატრალურამდე იყო სკოლა-სტუდია „ ბერიკები“, სადაც იყო პირველი ემოციები და აპლოდისმენტები… ალბათ, ყველა მსახიობი დამეთანხმება, რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ცხოვრებაში მქონია მომენტები, როცა დავფიქრებულვარ, მსურდა თუ არა მსახიობობა. დღეს კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი საქმეა, რომელსაც სიამოვნებით ვაგრძელებ. 

„თოლია“ მსახიობებისთვის თვითდამკვიდრების ერთგვარი სიმბოლოა.
„თოლია“ მსახიობებისთვის თვითდამკვიდრების ერთგვარი სიმბოლოა. - Sputnik საქართველო
„თოლია“ მსახიობებისთვის თვითდამკვიდრების ერთგვარი სიმბოლოა.

როგორ ემზადებოდით „თოლიას“  პრემიერისთვის, რა ხდებოდა რეპეტიციებზე?

ირაკლი: — ამ სპექტაკლზე მუშაობა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული  იყო. „თოლია“ თვითდამკვიდრების ერთგვარი სიმბოლოა, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მიზანი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა იყო. ჩვენს რეალობაში მგონი  ყველაზე აქტუალური თემა თვითდამკვიდრებაა. ახალგაზრდებს გვიჭირს ჩვენი მიზნების განსაზღვრა, საითკენ მივდივართ და ვინ ვართ. სპექტაკლში სწორედ ეს თემებია წინა პლანზე წამოწეული. 

მაკო: —  როგორც კი შევეხეთ ჩეხოვს, მივხვდი რომ მას შეუძლია საკუთარი თავი იმაზე მეტად გაგაცნოს, ვიდრე იცნობ. „თოლია“ მოითხოვს მუდმივი ფიქრის პროცესს, მაქსიმალურ ჩართულობას და ცხოვრებისეული გამოცდილების გამოხატვას. ზოგადად, ჩეხოვის პიესები ერთამეთს ჰგავს — თითქმის ყველა მისი პერსონაჟი სადღაც ილტვის… ყველას რაღაც მოთხოვნილება აქვს, ერთს უნდა ექიმობა, მეორეს მსახიობობა, თუმცა არაფერს არ აკეთებენ ამისთვის. რეჟისორის გარდა, სპექტაკლის დადგმაში რეჟისორის ასისტენტი თამარ ხიზანიშვილი და ჩვენი მეტყველების პედაგოგი ნატო ჩიტაია იყო ჩართული.

 — როგორი იყო რეჟისორის შეფასება?

ირაკლი: - მკაცრი, თუმცა არა უსამართლო. ჩვენთვის რთული იყო დიდი გამოცდილების მქონე გოგი თოდაძესთან მუშაობა. 

მაკო: — ბევრი ვიკამათეთ პიესასთან დაკავშირებით. ერთ რეპეტიციაზე ბატონი გოგის ინიციატივით სასამართლოც მოვაწყვეთ, ჯგუფი ორად გაიყო — ნაწილი ერთ პერსონაჟს იცავდა, ნაწილი მეორეს. 

- „თოლია“  საზოგადოებამ კარგად მიიღო. კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ… 

 ირაკლი: — ჩვენთვის, დამწყები მსახიობებისთვის, რეჟისორების შეფასება მნიშვნელოვანია. მათ კი გვითხრეს, რომ ჩვენმა შესრულებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა…  

მაკო: — შეფასებები იყო ძალიან კარგი, იყო კრიტიკაც, თუმცა ვთვლი, რომ ყველაზე ემოციური ჩვენთვის რეჟისორების ნათქვამი ფრაზა — არ ველოდით, ასეთი კარგი თუ გამოვიდოდაო, იყო. ასეთი შეფასება თითოეული ჩემი ჯგუფელის დამსახურებაა.  

ამ სპექტაკლზე მუშაობა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო...
ამ სპექტაკლზე მუშაობა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული  იყო... - Sputnik საქართველო
ამ სპექტაკლზე მუშაობა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო...

- ამბობენ, ვერავინ შეძლო არკადინას შესრულება ისე, როგორც ეს ჩეხოვს ჰყავდა წარმოდგენილი.  შენ როგორ თვლი, შეძელი? 

მაკო: — ნანახი მქონდა რუსი მსახიობების მიერ შესრულებული ეს როლი. როგორც ქართულ „მრავალჟამიერს“ ჩვენსავით ვერც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი ვერ იმღერებს, ისე მათსავით ვერავინ ითამაშებს ჩეხოვს.  თუმცა, არ გაიგოთ ისე, რომ  ისინი კარგად თამაშობენ და ჩვენ ცუდად, უბრალოდ დიდი განსხვავებაა ჩვენს ტემპორიტმსა და მათ შორის. თავიდანვე მივხვდი, რომ ძალზე რთული პერსონაჟის შესრულება მიწევდა და მგონია, ჩემი შერულებული არკადინა საინტერესო იყო.  

- ირაკლი, სპექტალის ბოლო სცენაში თავს იკლავ… ემოციური თვალსაზრისით, რთული იყო როლში შესვლა?

ირაკლი: — არა. არასდროს ვცდილობ ავყვე პერსონაჟის ემოციებს, რადგან მქონია შემთხვევები, როცა ემოციებს აყოლილი, ლამის სცენაზე დავიკარგე… რთული იყო მანამდე, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა…  ალბათ, მე რომ ასეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავი, არ ვიცი მეყოფოდა თუ არა გამბედაობა გამეკეთებინა ის, რაც ტრეპლევმა გააკეთა. ძალზე ძლიერი პერსონაჟია, არ არის სუსტი, გაცნობიერებულად გადაწყვიტა თვითმკვლელობა, თუმცა არ ვამართლებ მის ამ ნაბიჯს.

- არ გაგიჭირდათ სცენაზე ერთად თამაში?

მაკო: — სცენაზე პირველად მესამე კურსზე ვითამაშეთ ერთად და მაშინ მართლა რთული იყო, მაგრამ „თოლიაზე“ უკვე სხვანირად იყო. ძალიან შეკრული ჯგუფი ვართ, 13 ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი თავისი ემოციებითა და განწყობით. იმდენად შეჩვეულები ვართ და ვგრძნობთ ერთმანეთს სცენაზე, რომ გაგვიჭირდება ერთმანეთის გარეშე. იმედია, რამდენიმე ადამინი სხვა სპექტაკლებში ისევ შევიკვრებით ერთად.  

© BEKA TSIREKIDZE მაკო კახეთელიძე: ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი არკადინა იყო
 მაკო კახეთელიძე: ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი არკადინა იყო - Sputnik საქართველო
მაკო კახეთელიძე: ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი არკადინა იყო

- თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც სპექტაკლს ესწრებოდა?

ირაკლი: — საკუთარი თავი,  რომელიც მთელი სპექტაკლი მიყურებდა და რაღაც პასუხისმგებლობებს მანიჭებდა.

მაკო: — მამაჩემი, რომელიც პირველად ესწრებოდა ჩემს სპექტაკლს.  როდესაც სცენიდან ის დავინახე, მივხვდი რომ ამაყობდა ჩემით.

- როცა სცენაზე გამოდიხართ რამდენად გრძნობთ და აქცევთ ყურადღებას მაყურებლის ემოციას? 

ირაკლი: —  მსახიობისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მაყურებლის ემოციას თუ რა მოსწონს მას, რაზე აკეთებს აქცენტს. მაყურებელს ვეტყვი, რომ საკუთარ თავის გააზრება დაიწყონ, ამით სულიერებამდე მივლენ, სულიერება კი ყველაზე მეტად თეატრში ჩანს. 

მაკო: — თავისუფალ თეატრში უფრო მეტად გრძნობ მაყურებელს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ  პირველივე სცენის შემდეგ გვითქვამს — ვა, რა კარგი მაყურებელია, კარგი აურა მოდის. დღეს თეატრს მაყურებელი აკლია და დიდად ვერც მოთხოვ ადამიანს სპექტაკლზე დასწრებას… მაგრამ ვისურვებ, რომ კვლავ სავსე იყოს პარტერი და უფრო მეტი ტაში, მოლოცვა და შესაბამისად, კრიტიკა ვიგრძნოთ. 

- საოცნებო როლი თუ გაქვთ?

ირაკლი: — ჰამლეტზე ვინ არ ოცნებობს?! იბსენის ნებისმიერ დრამაში ვითამაშებდი. ვითამაშებდი ისეთ როლებს, რომელიც საკუთარი თავის წარმოჩენასა და შეცნობაში დამეხმარებოდა.   

მაკო: — ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი არკადინა იყო. სიამოვნებით ვითამაშებდი მედეას, ევრიდიკეს, ასევე ნორას როლს თოჯინების სახლში.

- ამჯერად ახალ სპექტაკლზე  მუშაობთ?

ირაკლი: — ვიწყებთ. ვიცით, რომ კომედია იქნება, თუმცა, კონკრეტულად რომელი, უცნობია. ველოდებით რეჟისორი რომელ პიესას შემოგვთავაზებს.


ყველა ახალი ამბავი
0