რამაზოტი კონცერტს თბილისში პრინცს მიუძღვნის

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიეროს რამაზოტი
ეროს რამაზოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი იტალიელი მომღერლის კონცერტი კვირას თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. იტალიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ეროს რამაზოტიმ განაცხადა, რომ კონცერტს თბილისში ნაადრევად გარდაცვლილ ამერიკელ მომღერალს პრინცს მიუძღვნის.

რამაზოტი კონცერტს დედაქალაქში მთავრობის მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გამართავს. კონცერტი კვირას სპორტის სასახლეში ჩატარდება.

„ხვალ სიამოვნებით წარვადგენ გრანდიოზულ შოუს. მაქსისმუმს გავაკეთებ, რომ მსმენელმა სიამოვნება მიიღოს“, — განაცხადა რმაზოტიმ. მისი პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყების პირველი არხის ეთერში გადაიცა.

Maroon 5 - Sputnik საქართველო
პროექტი Check in Georgia მელომანებს მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეკრებს

მსოფლიოში აღიარებულმა მომღერალმა იმედი გამოთქვა, რომ ეს თბილისში მისი ბოლო ვიზიტი არ იქნება. 

„თბილისში პირველად ვარ. ჯერ ქალაქის კარგად დათვალიერება ვერ შევძელი, მაგრამ რაც ვნახე, ძალიან მომეწონა“, — განაცხადა მან.

ეროს რამაზოტი 1963 წლის 28 ოქტომბერს რომში დაიბადა. 18 წლის იყო, როდესაც მისი წარმატებული დებიუტი შედგა ქალაქ კასტროკაროში, ახალგაზრდა ტალანტების კონკურსზე. მისი ნიჭი კი საბოლოოდ 1984 წელს კი სან-რემოს ფესტივალზე აღიარეს.

საერთაშორისო წარმატება რამაზოტიმ 1993 წელს მოიპოვა, როდესაც მისი ალბომი Tutte storie გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0