ხიდაშელი: ივანიშვილი იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული არ არის

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება იარაღით უკანონო ვაჭრობაში აბსურდულია, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იარაღით უკანონო ვაჭრობითაა დაკავებული, აბსურდულია, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში. 

ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლეთის ბანკებს იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ მოუწოდა.

„იარაღით ვაჭრობა — ეს სრული აბსურდია… არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობს ის (სტივ რასელი) ან რა იცის საქართველოს შესახებ, ან რა ტიპის კვლევებს ეყრდნობა მისი განცხადება. მაგრამ ვიცი, რადგანაც მქონდა ასეთი შესაძლებლობა სამი წლის განმავლობაში, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პრაქტიკულად, დეტალურად გავცნობოდი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას“, — განაცხადა ხიდაშელმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატების შერჩევაში ჩაერთვება

როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი კვლევა ჩაატარეს, რათა გაეგოთ, რას წარმოადგენს ის სინამდვილეში, აღნიშნა ხიდაშელმა.

„რამე ასეთი რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ, ამას არ გაუშვებდნენ ის უწყებები და ორგანიზაციები, რომლებიც ამის გამორკვევით იყვნენ დაინტერესებული. მაშინ არავის ბიძინა ივანიშვილზე რაიმე მაკომპრომიტერებელი არ უპოვია“, — აღნიშნა მან.

ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებზე მის მიერ დაფუძნებული კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ერთი წლის შემდეგ ის გადადგა და სამოქალაქო სექტორში გადავიდა.


ყველა ახალი ამბავი
0