მოსკოვი ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი მექანიზმების წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Асатур Есаянцსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხში მოსკოვი და ერევანი ეუთოს მინსკის ჯგუფის პარალელური არხების ძებნის მცდელობას მხარს არ უჭერენ.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. რუსეთი და სომხეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის ალტერნატივის, როგორც მთიანი ყარაბაღის მოგვარების კოორდინატორის, შექმნის მცდელობის წინააღმდეგი არიან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ პარალელური არხების მოძიების მცდელობას, მექანიზმების შექმნას, რომლებიც ყველა მხარის ნდობით არ სარგებლობს. ეს მხოლოდ ყურადღებას გადაგვატანინებს მთავარი ამოცანიდან – უზრუნველვყოთ უსაფრთხოება, არ დავუშვათ ახალი მსხვერპლი და შევქმნათ პირობები პოლიტიკური პროცესის განახლებისთვის“, — განაცხადა მან სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე.

ლავროვის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტამდე თავად მხარეები უნდა მივიდნენ, ხოლო რუსეთი და მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეები — აშშ და საფრანგეთი ამაში მათ დახმარებას შეეცდებიან.  

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი ერევანს ყარაბაღის საკითხის მოსაგვარებლად წინადადებებს შესთავაზებს

„ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, და მე ასე მესმის, რომ სომხეთი მხარს უჭერს, რომ თანათავმჯდომარეების სამეულმა ძირითადი კოორდინატორის ფუნქცია უნდა შეასრულოს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებზეც მხარეები დათანხმდნენ“, — დასძინა ლავროვმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ 2 აპრილს განაცხადეს. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. კონფლიქტის მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, თუმცა მას შემდეგ ორივე მხარე აკეთებს განცხადებას ამ რეჟიმის დარღვევის შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0